პროექტები
პირველი მოდულის რეფლექსია
დაიწყო კიდევ ერთი საინტერესო 9 დღიანი ტრენინგი, ინტელის ტრენინგი - პროექტებით სწავლება. 12 მარტს შევხვდით ტრენერს, ბატონ გიორგი ხომასურიძეს. გამეხარდა ის ფაქტი, რომ ტრენინგზე ბევრი ნაცნობი სახე აღმოვაჩინე. პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე რისი გავლაც და შესწავლაც მოგვიწევდა 36 საათის განმავლობაში.
მეორე დღის რეფლექსია
13 მარტს შევიმუშავეთ ის თემები რაზეც სავარაუდოთ მოგვიწევდა პროექტის აგება. გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა და შევქმენით ბროშურის შაბლონი.
მესამე დღის რეფლექსია
19 მარტს შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის სტანდარტის ინდიკატორები. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომიის ხშირად გამოყენებული ლექსიკა. დავსახეთ ხვალინდელი დღის გეგმები
მეოთხე დღის რეფლექსია
20 მარტს შევიმუშავეთ შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი კითხვები. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.
მეხუთე დღის რეფლექსია
26 მარტს გადავიტანეთ შეფასების კრიტერიუმები ჩვენს პროექტში და შევავსეთ სასწავლო პროცედურები.
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ შეფასების პროცედურებზე თითოეული მათგანი განვიხილეთ, ყურადღება გავამახვილეთ დროის ჩარჩოსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს გადმოვიტანეთ საჭირო სურათები, რესურსები და დავიწყეთ მოსწავლის შაბლონის ნიმუშის აწყობა. მიმოვიხილეთ პრეზენტაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
მერვე დღის რეფლექსია
დავამუშავეთ საფუძვლიანად ჩვენი პროექტები და გავამდიდრეთ რესურსებით.
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგი მთლიანობაში იყო საინტერესო, რადგან ბევრი რამ გავიგე პროექტებით სწავლების შესახებ. საინტერესო იყო შაბლონების დამზადება. მთლიანად ტრენინგი მოიცავდა 8 მოდულს. მადლობა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment