ტრენინგის ანგარიში

                                                                ანგარიში  N1

    2013 წლის 13 მაისიდან 31 მაისის  ჩათვლით  გავიარე  ტრენინგი  ქართულ  ენასა  და ლიტერატურაში. იგი  გაგრძელდა 18დღე,  დღეში 5 საათი. ეს  იყო  გრძელვადიანი სასწავლო  კურსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის მიერ  განხორციელებული.  ტრენერი -  ქალბატონი  ნანა   ჩიტორელიძე.
  სასწავლო  კურსი შედგებოდა  4  მოდულისაგან:
1 მოდული - ,, ლიტერატურა''  ( 13 - 20 მაისი)
2 მოდული -   ,,ენა''  ( 21 - 25 მაისი )
3 მოდული -   ,,წერა'' ( 26 - 28 მაისი )
4 მოდული -  ,,შეფასება''  ( 29 - 31 მასი )
   ტრენინგის  1-ლი დღე  დაიწყო  ურთიერთგაცნობითა და  მიზნების  განხილვით.
  ტრენინგის  მიზანი იყო:  ვრცელი ლიტერატურული ტექსტების  სწავლების  მეთოდები;
ლექსის  ანალიზის  მეთოდები;  სხვადასხვა ტიპის  ტექსტის  სწავლების  სტრატეგიები;
ლიტერატურის  თეორიის  საკითხების სწავლების  მეთოდები;  ტექსტის  მხატვრული  ანალიზის  სწავლების  სტრატეგიები,  კონსტრუქტივისტული  გაკვეთილი   და  ა. შ.
 N1 მოდულის  საათობრივი  განაწილება: 8 დღე, დღეში  5 საათი, 40 საკონტაქტო საათი. მოდული  შედგენილია  მასწავლებლის  პროფესიული  სტანდარტის   გათვალისწინებით.
  საინტერესოდ  წარიმართა  დანარჩენი  მოდულებიც:  ენა,   წერა  და   შეფასება.
  ტრენინგი  ძალზედ  ნაყოფიერი  იყო.  მცირეოდენი  შენიშვნის  სახით  კი  ვიტყოდი; დამღლელი  იყო   ყოველი  მოდულის  დასაწყისში  და  დასასრულს  პრეტესტისა   და  პოსტტესტის  დამუშავება. მითუმეტეს  ტრენინგი  იწყებოდა  გაკვეთილების  შემდეგ და  მოიცავდა  შაბათ - კვირასაც.  მთლიანობაში  კმაყოფილი  ვარ,  სასურველია  მსგავსი  ტრენინგები  ხშირად   ტარდებოდეს  ჩვენს  რაიონში.





                                                                ანგარიში N 2

     2014  წლის  20 მაისიდან  გავიარე  ტრენინგი  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში  (1-6 კლასი)  იგი  შედგებოდა  3  მოდულისაგან,  დღეში  5 საათი.  ეს  იყო   მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული   ცენტრის   მიერ  განხორციელებული  გრძელვადიანი   სასწავლო   კურსი   განათლების   დაწყებითი   საფეხურის მასწავლებლებისათვის.  ტრენერი   ქალბატონი   ნანა   ჩიტორელიძე.
 1 მოდული -  ქართული  ენის  სწავლების  მეთოდები.( 20 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით )
 2 მოდული -  კითხვისა  და  წერის   სტრატეგიები.  ( 5 ივნისიდან  8 ივნისის  ჩათვლით)
 3 მოდული -  რეკომენდაციები  არგუმენტირებული  ესესთვის.  ( 13 - 14 ივნისი )
      ტრენინგის  მიზანი  იყო   მართლწერისა  და  მართლმეტყველების   საკითხებსა  და  ესეს  ( ანალიტიკური  და   არგუმენტირებული )   წერაზე  მუშაობა.
     ტრენინგის  პირველ  დღეს  ვწერეთ პრეტესტი, ბოლო  დღეს  კი პოსტ ტესტი.  დიდი  ყურადღება  ეთმობოდა  პრაქტიკულ  მუშაობას, რაც   ნამდვილად   დასაფასებელია.



                                                              ანგარიში  N3

      2013 წლის  15-16 ივლისს, ჩაგვიტარდა  მასწავლებელთა სახლის  მიერ  ორგანიზებული  ტრენინგი  ,, მასწავლებლის  პროფესიული  განვითარება,  თვითშეფასება,  კოლეგების  ურთიერთშეფასება ''. მას  უძღვებოდა  ტრენერი  ნინო  ჩიხლაძე.  მოიცავდა  2 მოდულს,  10 საათს. დაისვა  არაერთი   შეკითხვა,  რაც  სქემაში  ჩართული   მასწავლებლის   საქმიანობას  შეეხებოდა.
      პირველ  დღეს ერთხელ  კიდევ  გავიხსენეთ ზოგადი  განათლების  ღირებულებები.  გავაანალიზეთ როგორ  საგანმანათლებლო კონცეფციას ეფუძნება ეროვნული სასწავლო  გეგმა და მისი  ფუნდამენტური  პრინციპები.
     გავმართეთ  ჯგუფში   მსჯელობა   წარმატებული  სკოლისა და მასწავლებლის  მახასიათებლებზე,  მის  ინდიკატორებზე.  მიმოვიხილეთ  სხვადასხვა   შეფასების  სახეები, მეთოდები  ( რანგირება, კითხვარი,  შეფასების  რუბრიკა,  დღიური,  დაკვირვება, ინტერვიუ)  ვიმსჯელეთ   ამ   მოდელების   დადებით  და  უარყოფით   მხარეებზე.
       ტრენინგის  მეორე  დღე  დაეთმო  თემას:  როგორ უნდა  მოხდეს  მასწავლებელთა
პროფესიული  განვითარება   სკოლის   ბაზაზე  და   როგორ  გამოიყურება ინდივიდუალური  პროფესიული  განვითარების  გეგმა.  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  იყო   ჯგუფებში  ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმებისა  და  სკოლის  განვითარების  გეგმის  შედგენა.  მოეწყო  პრეზენტაცია და განვიხილეთ თითოეული ჯგუფის  ნამუშევრები.                                                                                ტრენინგი  საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო, რადგან  გავეცანით  და კიდევ  ერთხელ  ვიმსჯელეთ  ჩვენს  მომავალ  განვითარების  გეგმებზე, სიახლეებზე , თუმცა  დამრჩა უკმარისობის  განცდა .ვისურვებდი  ტრენინგები იყოს  მინიმუმ  ერთკვიარიანი  მაინც  და  არა  ორდღიანი.



                                                               ანგარიში  N4

         2014  წლის  5 მარტიდან  ქ. ზესტაფონის N2  საჯარო სკოლაში  გავიარე  3 დღიანი ტრენინგი  სახელწოდებით  ,, სწავლა  -  სწავლების  ძირითადი  პრინციპები   განათლების  დაწყებით   საფეხურზე''.  ტრენერი  -  ნანა  კაცაძე.  მოიცავდა  11 საკონტაქტო   საათს.
        შევეცადეთ  გაგვეცა  სწორი  პასუხი  კითხვაზე; რა  არის  ჩვენი  მიზანი დაწყებით  საფეხურზე?  შევუქმნათ  მოსწავლეს  ისეთი  პირობები, გარემო, სადაც ის ადვილად მოახდენს საკუთარი  თავის რეალიზებას. აღვიქვათ   ბავშვი  აწმყოს  სუბიექტად. მომდევნო  საფეხურზე   წარმატებით  გასაგრძელებლად.  ამისათვის   პირველ    რიგში  უნდა  შევქმნათ  განწყობა,  მოტივაცია, მნიშვნელოვანია  დავეხმაროთ   გარემოსთან  შეგუების  პროცესში.
       ეფექტური  კომუნიკაციის  განვითარების  მნიშვნელობა, უმცროსი   სასკოლო  ასაკის  მოსწავლეებში,  მეგობრული   ურთიერთობის   დინამიკა   და მისი   განმაპირობებელი  ფაქტორები,



                                                                      ანგარიში  N 5

        2014 წლის 7 აპრილიდან  12  აპრილის ჩათვლით ქ.  ქუთაისში  გავიარე 5 დღიანი ტრენინგი  ,, სასწავლო  პროცესის დაგეგმვა  და  სწავლის  ეფექტიანი  სტრატეგიები''.    ტრენერი  -  ლიკა  გომართელი.
     აღნიშნული  ტრენინგის  დასრულების შემდეგ  1 კვირის ვადაში ტრენერის  მიერ მითითებულ  მაილზე  გადავაგზავნე  პორტფოლიო,  სადაც  თავმოყრილი  იყო ყველა ის საშინაო  დავალება, რომელიც  გვეძლეოდა  დღის  ბოლოს და  ყოველი  დღის  რეფლექსია.  მასთან ერთად    სამოდელო  გაკვეთილის  გეგმაც. ამის  საფუძველზე  მივიღე   პასუხი, რომ  მომენიჭა  61 ქულა   ანუ   2 კრედიტი.
     ტრენინგის  ორგანიზატორი  იყო  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული   ცენტრი.    



                                                            N 6  ანგარიში

                   2014  წლის  20  ივნისიდან   24 ივნისის   ჩათვლით   ქ. ზესტაფონში    გავიარე    ტრენინგი   ,, განათლების  დაწყებითი   საფეხურის  მასწავლებელთათვის ''. დღეში  5 საათი, სულ  20  საკონტაქტო  საათი.   ტრენერი   თბილისელი   პედაგოგი   ქალბატონი  ნატო   მახარობლიძე. ორგანიზებული   მასწავლებელთა   პროფესიული   განვითარების ეროვნული   ცენტრის   მიერ.
              გავაანალიზეთ  დაწყებითი  საფეხურის  სასკოლო  ასაკის  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურებები. გავეცანით   კითხვის  სწავლების   ახალ   მეთოდებსა   და  მიდგომებს.  გავიხსენეთ   წერის   აქტიბობები,  შეფასების   ტიპები.  ვივარჯიშეთ  ეფექტიანი   კომენტარის    შექმნაზე   და  ტექსტის  გააზრებაზე.  შევაფასეთ   ჯგუფებში  დაწერილი   ესეები. შევასრულეთ    სავარჯიშოები   ქართულ    ენასა  და  ლიტერატურაში.



                                     

No comments:

Post a Comment