Friday, July 10, 2015

პროექტის გეგმა


 1. პროექტის  სახელწოდება: საბავშვო  ლექსების  კრებული
 2 .პროექტის  მთავარი  იდეა;  სხვადასხვა  საბავშვო  ჟანრის  ლექსების  გაცნობა  თანატოლებისათვის
3 . პროექტის  აქტუალობა;  კომპიუტერულ  ეპოქაში ბავშვების  წინაშე  დგას კითხვის  პრობლემა,  წიგნების  მიმართ  გულგრილი  დამოკიდებულება. აქამდე  გამოცემული  საყმაწვილო   პოეზიის  კრებულები არ არის  ხელმისაწვდომი ყველა  ბავშვისთვის, ამიტომ   ეს  პროექტი   დააინტერესებს მოზარდებს და  გაუჩნდებათ ქართული  საბავშვო  პოეზიისადმი  ინტერესი.
4 4 .  პროექტის  მიზნები;  მოსწავლეები  გაეცნობიან  სხვადასხვა  თემაზე  შექმნილ  ლექსებს,  გამოუმუშავდებათ კვლევის, მოძიების,  კოლექტიური  მუშაობისა და  პრობლემისადმი  საკუთარი  დამოკიდებულების  გამოხატვის  უნარი.
5 5 .    მონაწილეთა  ასაკი;  10-12 წელი
6 6.    ვადები/ ხანგრძლივობა;  1,5-2  თვე

7 7.     მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები
   გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად მოიძიებენ საჭირო მასალას, გაიღრმავებენ ცოდნას ქართველი საბავშვო პოეტების შესახებ, დახვეწენ ჯგუფური მუშაობის, წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალის მოძიებას, საპრეზენტაციო მასალის მომზადებას, ისტ-ის გამოყენების უნარებს.
8.  პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ბიბლიოთეკა,  კომპიუტერი, ფორმატები, პოსტერები, ქართველი საბავშვო პოეტების  ლექსები.
9 9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები)
1ა. თანაკლასელთა  ინტერესების  კვლევა
ბ. სარედაქციო  საბჭოს  შექმნა
გ. ჯგუფებათ  დაყოფა  და დავალებების  განაწილება; მოსწავლეები  აქტიურად ჩაერთვებიან  მუშაობაში: შექმნიან  სამ  ჯგუფს,  აირჩევიან  საქართველოს  სამ კუთხეს (კახეთი, იმერეთი, ფშავი) დასვენების  დღეებში  ჩავლენ ამ მხარეებში, მოიძიებენ  სხვადასხვა თემაზე შექმნილ  საბავშვო  ლექსებს, გააკეთებენ  პოსტერებს, სლაიდ-შოუს და  თემატიკის  მიხედვით  შექმნიან ლექსების კრებულს.
  დ. კრებულების კომპიუტერული  უზრუნველყოფა, მხატვრული  გაფორმება.
ე. პრეზენტაცია
ს10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  1. შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის  წინაშე.  V 1.7
  2. მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის  ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან რაიმე თვალსაჩინოებას)  V 1.9
  3. პროექტის წერა სქემის მიხედვით, ამოცანებისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა   V  1.12
  11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:  ნინო მახათაძე
  12. ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა:  ninomaxatadze84@gmail.com



No comments:

Post a Comment