Thursday, July 9, 2015

გაკვეთილის გეგმა ,,გაზაფხული''

თემა
. ჭავჭავაძის  ,, გაზაფხული“
სწავლების   საფეხური
I საფეხური ,  IV  კლასი
საგანი
ქართული
მოსწავლეთა  რაოდენობა
20
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ  არის
გაკვეთილის   მნიშვნელობა   აქტუალობა
გაკვეთილი  მოსწავლეებს  დაეხმარება  წინა  გაკვეთილზე  მიღებული   ცოდნისა  და  უნარ-ჩვევების   დაუფლებაში,  ცოდნის  ინტეგრირებაში,  განუვითარდებათ ბგერებისა  და   სიტყვის  აღქმის, წინადადების   ჩამოყალიბებისა  და  აზრის  გამოთქმის   უნარი.
 გაკვეთილი  მიზნები   და  შედეგები
ი. ჭავჭავაძის  ლექსის  ,,გაზაფხულის’’ გაცნობა-ანალიზი, ლექსის იდეურად და  მხატვრულად  აღქმა. სათაურის  გააზრება. მხატვრული  კითხვის  უნარის  განვითარება. აზრის  სწორად  გადმოცემა.  ერთმანეთის  მიმართ  პატივისცემის   გამოხატვისა  და საკუთარი  აზრის   დაცვის  უნარის  გამომუშავება.
წინასწარი   ცოდნა
ამ  გაკვეთილის  ამოცანები  რომ  წარმატებით  შეასრულონ,  მოსწავლეებმა  უნდა  გაიხსენონ   წინა  კლასებში  ნასწავლი  მასალა  ილია  ჭავჭავაძის  შესახებ.
შეფასების    საგანი   და   პროცედურები
1.აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლის  უნარი, დისკუსიაში  ჩართულობა, მსჯელობა, მკითხველის   ოსტატობა (გარკვევით, ხმამაღლა, აუდიტორიის  გასაგებად, ხმის  ტემპი, პაუზები, მიმიკა)
2.მოსწავლეები, რომლებიც  იძლევიან დასმულ   შეკითხვებზე  ადეკვატურ  პასუხებს.
3.განსაკუთრებით  არგუმენტირებული  პასუხის   გამცემი  მოსწავლეები.
4.მოსწავლეები  შეფასდებიან  დისკუსიის შეფასების  რუბრიკით
           გაკვეთილის  მსვლელობა,
           საკლასო   მენეჯმენტი
სლაიდ - შოუს  გამოყენებით გაზაფხულის  ფონის  შექმნა  და  ტექსტთან  დაკავშირება.
     ფაზა  
მოსწავლეები  აქტიურად  იხსენებენ  იმას, რაც  იციან  გაზაფხულის   შესახებ.  ისმება  მაპროვოცირებელი  კითხვები  გაზაფხულთან  და  მამულთან  დაკავშირებით.    იხსენებენ  წინა  კლასებში  ნასწავლ   მასალას  ი. ჭავჭავაძის   შესახებ . 10წთ 
   B   ფაზა.  გონებრივი   იერიში
ლექსის  მხატვრულად  და  გააზრებულად  კითხვა.  თავდაპირველად   მასწავლებელი   ხმამაღლა  კითხულობს   ლექსს  და  გარკვეული  პაუზის  შემდეგ   სვამს  კითხვებს:  მოგეწონათ  თუ  არა  ლექსი?  რას  გრძნობდით   ლექსის   კითხვისას?
 ამის  შემდეგ  მასწავლებელი  მოსწავლეებს  ავალებს  ლექსის  ჩუმად  წაკითხვას  და  გააზრებას.  ზოგადი  კითხვების  შემდეგ  მასწავლებელი   გადადის  სახელმძღვანელოში  მოცემული  კითხვების  დამუშავება .      15წთ.   
   C   ფაზა         
 დისკუსია - რა  იყო  ლექსის  მთავარი  სათქმელი?   რას  უნდა  ნიშნავდეს  საყვარელი   მამულის   ეგზომ   სასურველი  აყვავება?
 მსჯელობენ  და  არგუმენტების  საფუძველზე   გამოაქვთ   დასკვნა.  15 წთ.
 საშინაო   დავალება:  ლექსი  ისწავლონ  ზეპირად  და  მის   მიხედვით   შექმნან  გაზაფხულის  ილუსტრაცია
  სასწავლო   მასალა   და  ტექნიკური        რესურსები
 სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, სლაიდ-შოუ.

No comments:

Post a Comment